ფოტომონოლითი
ჩვენი კომპანია სპეციალიზირებულია შავთეთრი და ფერადი ფოტომონოლითების დამზადებაზე, რომელიც მარტივად წებდება ან მონტაჟდება საფლავის კედელზე(ქვაზე) . ჩვენს მიერ დამზადებული ფოტო მონოლითი უზრუნველყოფს გარდაცვლილი ახლობელი ადამიანის იდენტურ ფოტოს - ისეთს როგორიც ის იყო სიცოცხლეში
რა არის ფოტომონოლითი:
ფოტომონოლითი არის ნაწრთობი მინა, მასზე კერამიკული საღებავებით დატანილი ფოტო გამოსახულებით, რომელიც შემდგომ გადის გამოწვის პროცესს, რის შემდეგაც მინა და ფოტო ხდება ერთი მთლიანი მონოლითური ნაერთი. ფოტომონოლითის უპირატესობა სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით არის ის, რომ ფოტო მონოლითზე დატანილი გამოსახულება არ იცვლის თავის პირვანდელ სახეს დროთა განმავლობაში. გამოსახულება სამუდამოდ შეინარჩეუნებს თავის პირვანდელ სახეს,ამასთანავე მინა გამოწრთობის პროცესში იძენს ჩვეულებრივ მინაზე 7-10 უფრო მეტ სიმტკიცეს.
ფოტომონოლითიდამზადების ვადა ორ კვირმდეა ხოლო ფასი ითვლება ქვემოთ მოცემული
ცხრილის მიხედვით:
ფასების გადმოწერა
-
ფოტოს მომზადება საბეჭდად
ფოტო, რომლის გადატანა უნდა მოხდეს მინაზე სასურველია, რომ იყოს ელექტრონულ ფორმატის. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სასურველია ფოტოქაღალდის დასკანერება ან განმეორებითი ფოტო გადაღება კარგი განათებისა და მაღალი რეზოლუციის პირობებში..
ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილი ფოტო არ არის საკმარისად კარგი ხარისხის, რაც საბოლოო რეზულტატზე ცუდად აისახება. ასეთ შემთხვევაში ჩვენი გრაფიკული დიზაინერი შეეცდება შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გააუმჯობესოს ფოტოს ხარისხი და მათშორის გარდაქმნას შავთეთრი ფოტო ფერად ფოტოდ. .
ფოტომონოლითის მონტაჟი.
ფოტომონოლითი შესაძლოა დამონტაჟდეს საფლავის ტერიტორიაზე
სხვადასხვაგვარად:
- სამაგრების საშუალებით დამაგრება წინასწარ ფოტომონოლითზე გაკეთებული ნახვრეტებიდან;
- ფოტომონოლითის დაწებება წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე(კედელი, მონუმენტი)
- ფოტომონოლითის ჩამაგრება მონუმენტზე ერთ-ერთი გვერდიდან;
- მთლიანი ჩაწებება სიღრმეში წინასწარ მომზადებულ ადგილზე.
- და.ა.შ

შეკვეთის გასაფორმებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ შეკვეთის ფორმით:
ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე:
Комментарии
Отправить комментарий